
ავტორი
Front News საქართველო
აუცილებლად გაგრძელდება თანმიმდევრული სანქცირების პროცესი და ივანიშვილის რუსული დიქტატურის ყველა შტო პოლიტიკურ კეთროვნად იქნება გამოცხადებული ევროკავშირის და დასავლური სამყაროს მიერ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის მთელი ინსტიტუციები არის აბსოლუტურად იზოლირებული დასავლური სამყაროსგან და ევროკავშირისგან.
“ივანიშვილის მთელი ინსტიტუციები არის აბსოლუტურად იზოლირებული დასავლური სამყაროსგან და ევროკავშირისგან. სანამ არ მოხდება ამ სისტემის დემონტაჟი, რომელიც დგას ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე და სხვადასხვა დანაშაულებზე, რა თქმა უნდა, მანამდე არა თუ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება ჩვენთან, არამედ აუცილებლად გაგრძელდება თანმიმდევრული სანქცირების პროცესი და ივანიშვილის რუსული დიქტატურის ყველა შტო, ყველა ნაწილი იქნება სანქცირებული, იზოლირებული და პოლიტიკურ კეთროვნად გამოცხადებული ევროკავშირის და დასავლური სამყაროს მიერ. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება კონკრეტული ქვეყნების სანქციები, რომელსაც უკვე ვხედავთ ჩვენ. ეს უფრო საყოველთაო ხასიათს მიიღებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს