ირაკლი ფავლენიშვილი - ჩამოდიან ემიგრანტები, ჩამოდიან რეგიონებიდან, თბილისი უნდა გაერთიანდეს მთლიანად და დავიბრუნოთ საქართველო


ავტორი
Front News საქართველო
ჩამოდიან ემიგრანტები, ჩამოდიან რეგიონებიდან, თბილისი უნდა გაერთიანდეს მთლიანად და დავიბრუნოთ საქართველო იმიტომ, რომ რუსეთიდან მართულმა ერთმა კაცმა წაგვართვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ეშინია გაერთიანებული, კონსოლიდირებული ქართველი ხალხის.
"ვისაც ყელში ამოუვიდა ივანიშვილი, საქართველოს ჩაგვრა, ადამიანების ეკონომიკური ჩაგვრა, მიტაცება ბიუჯეტის, ქონების და ვინც ხვდება, რომ ეს ყველაფერი მიდის უარესობისკენ, ერთადერთი გამოსავალია რუსთაველზე გამოსვლა და არა სირაქლემის პოზიციაში ყოფნა.
ყველამ ვნახეთ, როგორი შეშინებულია ივანიშვილი. მას ეშინია გაერთიანებული, კონსოლიდირებული ქართველი ხალხის და ჩვენი ძალის. დიახაც, ჩვენ შეგვიძლია, რომ დღევანდელი დღე დიდი ეროვნული გამარჯვების დღედ ვაქციოთ.
ჩამოდიან ემიგრანტები, ჩამოდიან რეგიონებიდან, თბილისი უნდა გაერთიანდეს მთლიანად და დავიბრუნოთ საქართველო იმიტომ, რომ რუსეთიდან მართულმა ერთმა კაცმა წაგვართვა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს