
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. სწორედაც, რომ ეს განასხვავებს “ნაციონალურ მოძრაობას” ივანიშვილის დამქაშებისგან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა აყენებს.
“ნაციონალურ მოძრაობას”, მის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს, არაერთხელ გაუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. სწორედაც, რომ ეს განასხვავებს “ნაციონალურ მოძრაობას” ივანიშვილის ბანდისგან.
ჩვენ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა ვაყენებთ ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველთვის პირად ინტერესს აყენებენ ეროვნულ ინტერესზე მაღლა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს