ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკასთან

ავტორი
Front News საქართველო
შეუძლებელია, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის და პარტნიორობის აღდგენა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი არის შეუთავსებელი, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობასთან, არამედ მსოფლიოს პროდასავლური ქვეყნებისთვისაც.
"ჩვენ ამერიკის შიდა პოლიტიკური დისკუსი არ უნდა აგვერიოს იმაში, რომ ამერიკას აქვს თავისი იდეალები და ძირითადი პოლიტიკური მიმართულებები, რომელიც არ იცვლება არცერთი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკასთან. ჩვენ ისიც ზუსტად ვიცით, რომ შეუძლებელია, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის და პარტნიორობის აღდგენა. ივანიშვილის რეჟიმი არის შეუთავსებელი, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობასთან, არამედ მსოფლიოს პროდასავლური ქვეყნებისთვისაც.
საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველ ხალხს მეგობრობას უდასტურებენ, განსხვავებით "ქართული ოცნების" მიმართ დამოკიდებულებისა.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ბრძოლის გაგრძელება.
ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელიც ვერ ახერხებს იმ ავტორიტარიზმის დაკანონებას საქართველოში, რომელიც მას სურს. ამისთვის არსებობს თავისუფლების კუნძულები და იმისთვის, რომ ეს კუნძულები საბოლოოდ აღმოიფხვრას, ახალ-ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს იგონებენ იმისთვის, რომ აღასრულონ მიზანი - საბოლოოდ დაანგრიონ ქვეყანაში დემოკრატია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




