ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ეროვნული წინააღმდეგობის კამპანია, სადაც მაქსიმალურად ყველა ადამიანის მოზიდვას შევეცდებით


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ეროვნული წინააღმდეგობის კამპანია, სადაც მაქსიმალურად ყველა ადამიანის მოზიდვას შევეცდებით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "რეჟიმს უნდა, რომ მაქსიმალურად ინერტული გახადოს თითოეული მოქალაქე".
"ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ეროვნული წინააღმდეგობის კამპანია, სადაც მაქსიმალურად ყველა ადამიანის მოზიდვას შევეცდებით და მნიშვნელოვანი თარიღები ისედაც გამოჩნდება.
მთავარი ის არის, რომ პროტესტში დავრჩეთ. სუსს ჰყავს ძალიან ბევრი საცეცი და ავრცელებენ ხოლმე ნარატივს, რომ რა აზრი აქვს პროტესტს, დაჯარიმდები და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში, რეჟიმს ეგ უნდა, რომ მაქსიმალურად ინერტული გახადოს თითოეული მოქალაქე.
ასეთი საპროტესტო ტალღა არასოდეს ყოფილა საქართველოში. ამ აქციების არსი იმაშია, რომ რუსთაველზე გადიან ადამიანები, რომლებიც არანაირ ორგანიზაციასა და პარტიაში არ არიან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ

ირაკლი ღარიბაშვილი – რა ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, რა მორალი გაქვთ საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს

ირაკლი ფავლენიშვილი – საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არ მივცემთ რუსეთიდან მართულ აგენტს