ირაკლი ფავლენიშვილი - დიქტატორული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით


ავტორი
Front News საქართველო
დიქტატორული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დემონტაჟისთვის საპროტესტო გამოსვლები და წინააღმდეგობაა საჭირო.
"ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ დიქტატორული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებით და ართანამშრომლობით. ერთადერთი გზა ივანიშვილის ბანდის დემონტაჟის, არის ეს და არა ისეთ პროცესში შესვლა, რომელშიც თავიდანვე განწირულები არიან პოლიტიკური ძალები მარცხისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ.
თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას არ დაჰყვება, მათთვისვე იქნება ცუდი, რადგან მათ მხარს უჭერენ ივანიშვილს მოწინააღმდეგეები და არა ის ხალხი, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერენ მხარს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს