ირაკლი ფავლენიშვილი – ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი პირები პირადად არიან ჩართული წამებაში, ძალადობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემაში

ავტორი
Front News საქართველო
ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი პირები პირადად არიან ჩართული წამებაში, ძალადობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ჩაგდების ფაქტი იყო 2 თებერვლის აქციის დარბევა.
“გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრაცია, რომ ხელში ჩაგდების შემდგომ სახელმწიფო ინსტიტუციები ოლიგარქმა ივანიშვილმა აქცია კრიმინალურ დაჯგუფებებად, კრიმინალურ ორგანიზაციებად და მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურები, იმის მაგივრად, რომ კანონს იცავდნენ, ისინი უბრალოდ მარბიელ რაზმებად არიან ქცეული, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი პირები პირადად არიან ხოლმე ჩართული წამებაში, ძალადობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემაში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




