
ავტორი
Front News საქართველო
მთავარი ერთ-ერთი ინსტრუქცია, რაც აქვთ, არის “ვარდების რევოლუციის” იდეალების მსხვრევა და ზოგადად, იმ 9 წლის ბუნების შეცვლა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” თავის ელექტორატს რუსული პროპაგანდით კვებავს.
“გასაგებია, რომ “ოცნებამ” თავისი დღის წესრიგი უნდა შექმნას, რომელიც ვერ იქნება ჩვენს მოთხოვნებზე რეაგირება და აქციებზე საუბარი. მას მხოლოდ სურს, რომ თავისი პროპაგანდით გამოკვებოს თავისი ელექტორატი. ეს არის ისტორიის გადაწერის ღია მცდელობა იმიტომ, რომ მთავარი ერთ-ერთი ინსტრუქცია, რაც აქვთ არის “ვარდების რევოლუციის” იდეალების მსხვრევა და ზოგადად, იმ 9 წლის ბუნების შეცვლა. უნდა ვისაუბროთ, რომ თურმე ეს იყო სისხლიანი 9 წელი და ამ რუსული პროპაგანდით დაჰიპნოზებული ადამიანები შეგხვდებიან ქუჩაში და გეტყვიან, რომ დაანგრიეს ქვეყანა მაგ დროსო”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს