
ავტორი
Front News საქართველო
შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, საქართველოს ისტორიას და მას სურს, რომ საქართველოს ისტორია განვითარდეს ზვიად გამსახურდიადან მიხეილ ყაველაშვილამდე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ქმედება პრეზიდენტის სტანდარტის დაქვეითებაა.
“ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციის, დეგრადაციის კიდევ ერთი მკაფიო მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს განათლების, კვალიფიკაციის სტანდარტი არის ის, როგორც ხედავს ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს. შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, საქართველოს ისტორიას და მას სურს, რომ საქართველოს ისტორია განვითარდეს ზვიად გამსახურდიადან მიხეილ ყაველაშვილამდე. ასე დაეცეს ქართველი პოლიტიკოსის, საქართველოს პრეზიდენტის სტანდარტი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს