ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის უდიდესი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ინტერესია, რომ ამერიკასთან პარტნიორობა აღდგეს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობები "ქართული ოცნების" გამო შეჩერდა.
"მთავარი მოკავშირე ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე არის ამერიკა, რომელმაც ჯერ იყო და სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა ჩვენთან ივანიშვილის რეჟიმის გამო და ახლა უკვე ჩვენ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც, ფაქტობრივად, ბლოკადაში აღმოჩნდნენ და ეს არის უდიდესი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის.
ჩვენი ინტერესია, რომ ამერიკასთან პარტნიორობა აღდგეს, რომ ჩვენ ვისარგებლოთ იმ ბენეფიტებით, რომელიც თუნდაც "MEGOBARI act"-ით იყო გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნებოდა ეროვნული ინტერესების მსახური ხელისუფლება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




