
ავტორი
Front News საქართველო
ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება გახლავთ სრულიად მიუღებელი. ეს განცხადება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევა შავ ლაქად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ღიად აანონსებს დიქტატურას.
“ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება გახლავთ სრულიად მიუღებელი. რომელი ქვეყანა შეიძლება, მოიძებნოს ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი მსგავსი ტიპის განცხადებებს, როგორიც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, არ აკეთებენ, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევა შავ ლაქად, იმიტომ, რომ გყავდა ხელისუფლება, რომელიც ასე ღიად აანონსებდა დიქტატურას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ქართული ოცნების” პარტიის ლიდერების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდებათ იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს და ოპოზიციური პარტიები გაუქმდეს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს