
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს დასავლეთიდან, ჩვენ შემოვიტანთ 10 მილიარდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, ჩვენ ავაშენებთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გონიოში. ეს იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა მთელი საქართველოს განვითარება.
“ბიძინა ივანიშვილის წყალობით, როგორც გაჩერდა მთელი საქართველოს განვითარება და ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მიხეილ სააკაშვილთან, ისე მოხდა აქაც, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად არის კაზინო. ეს არის ოლიგარქიული სისტემის ნათელი გამოხატულება.
ჩვენ გპირდებით, რომ ის განვითარების ტემპები, რომელიც იყო სამაგალითო მთელი რეგიონის მასშტაბით, გაგრძელდება. ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს დასავლეთიდან, ჩვენ შემოვიტანთ 10 მილიარდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, ჩვენ ავაშენებთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გონიოში. ეს იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს