
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იმიტომ, რომ გვმართავს ადამიანი, რომლისთვისაც თავისი ფინანსები არის უპირატესი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ფულს და ძალაუფლებას არის ქვეყანა გადაყოლილი.
"ამ წერილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ივანიშვილის ფულს და ძალაუფლებას არის ქვეყანა გადაყოლილი და რომ ეს ადამიანი საკუთარი ფინანსური რესურსების გამო, მზად არის, ყველანაირი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი გათელოს ფეხქვეშ, ამიტომ ძალიან ცხადი გახლავთ ის ფაქტი, რომ ივანიშვილის ხელში საქართველოს სახელმწიფო არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იმიტომ, რომ გვმართავს ადამიანი, რომლისთვისაც თავისი ფინანსები არის უპირატესი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომ "პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია".
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს