
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის და მისი ბანდის ხელისუფლებაში დარჩენა ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის და კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში ერთი ნათელი მესიჯი იკვეთება, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ხელისუფლებაში დარჩენა ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის და კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ჩვენ არა მხოლოდ მომავლის ევროპული პერსპექტივა დაგვეკარგება, არამედ რაც აწმყოში გვაქვს და რაც წარსულში მიგვიღია, რა სარგებელიც გვქონია და რა დასავლური სიკეთითაც გვისარგებლია, მათ შორის ვიზალიბერალიზაციით, თავისუფალი ვაჭრობით, ყველა ეს სიკეთე წაგვერთმევა ივანიშვილისა და მისი რუსული ბანდის წყალობით”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის ქმედებების კურსს, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს