
ავტორი
Front News საქართველო
ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს ემსახურება ამ მიზანს, მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ.
“უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვდით ფაქტობრივად, მეორე დღიდან, შესაბამის პროცედურებსაც მივმართეთ იმის შემდგომ, რა სპეცოპერაციაც ჩატარდა არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ, მოახდინოს მათი დაკავებები და განეიტრალება. ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს ემსახურება ამ მიზანს, მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ქართულმა ოცნებამ” სამ ოპოზიციურ კოალიციას მანდატები შეუწყვიტა. ჯამში, სადეპუტატო მანდატი შეწყვეტილი აქვს 49 პირს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს