
ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება, კარგი ცხოვრების გამოძახილი იყოს ის, რომ ადამიანის გამო, ორი თვის მანძილზე მეორედ იგონებენ ახალ სტრუქტურას და ახალ ინსტიტუციას, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არის ღრმა კრიზისი და კლანური ბრძოლა "ქართულ ოცნებაში".
"მკაფიო გახლავთ კრიზისი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შიგნით მძვინვარებს იმიტომ, რომ არ შეიძლება, კარგი ცხოვრების გამოძახილი იყოს ის, რომ ადამიანის გამო, ორი თვის მანძილზე მეორედ იგონებენ ახალ სტრუქტურას და ახალ ინსტიტუციას. კარგი ცხოვრების გამომხატველი მათ შორის ვერ იქნება ის, რომ სუსის ხელმძღვანელს ყოველ 6 თვეში ცვლიან, არადა ყოველ 6 წელში უნდა ცვლიდნენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არის ღრმა კრიზისი, რომ კლანური ბრძოლაა ივანიშვილის რეჟიმის შიგნით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს