ირაკლი ფავლენიშვილი – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
თინას კანდიდატურას მთელი პარტია მიესალმება, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი შემართება არ იცვლება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ამ თემაზე არანაირი სპეკულაცია არ უნდა იყოს, რადგან ჯერ მარტო არ არის ეთიკური და მორალური, როდესაც ადამიანს სიკვდილამდე სცემენ და შემდეგ ამის გამო არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ მას რამდენიმე თვის მანძილზე ფიზიკურად არ შეუძლია, რომ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ყოველდღიურ ასპარეზზე. სხვა ტიპის სპეკულაციები ამ თემაზე მორალურად და ეთიკურადაც გაუმართლებელი არის.
მნიშვნელოვანია ის, რომ ” ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი მათ შორის, რადგან ეს თანამდებობა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა არის ძალიან საპასუხისმგებლო და გარდა ამისა, ჩვენ აგვისტოს ბოლოს, როდესაც მას შეეძლება ყოველდღიურ რეჟიმში ჩაერთოს ბრძოლაში. რა თქმა უნდა, თინას კანდიდატურას მთელი პარტია მიესალმება, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი შემართება არ იცვლება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი კობახიძე – ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ და ომის პარტიას, მოღალატეების და გამყიდველების პარტიას და მათ ასე ვთქვათ პარტნიორებს ვუთხრა, ომის ნაცვლად მიიღებენ დიდ შენებას საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!