Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენ ქვეყანას და მთელ მსოფლიოსაც, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე

პოლიტიკა
134
Frontnews image description

დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ქვეყნის ისტორიაში.

"ერთი წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართველი ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და მთელ მსოფლიოსაც, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე, ბოლომდე და ბოლომდე ნიშნავს გამარჯვებამდე პროტესტს. ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო, მათ შორის რეპრესიები, რომელიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე. ხალხი მაინც არ გატყდა, მაინც აგრძელებს პროტესტს და რუსთაველის გამზირზე, ყოველ დღე, ათასობით ადამიანი იკრიბება. რა თქმა უნდა, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

დღეს, უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის თავზე თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობა 19:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიწყება. 20:00 საათიდან მოქალაქეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

Advertisement