
ავტორი
Front News საქართველო
გეგმა არის ის, რომ არ ვეგუებით ავტორიტარიზმს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ერთადერთი გეგმა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ყოფნა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ბრძოლა და წინააღმდეგობა.
"გეგმა არის ის, რომ არ ვეგუებით ავტორიტარიზმს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ერთადერთი გეგმა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ყოფნა, წინააღმდეგობაში დარჩენა. ეს არის თავისთავად გეგმა.
კონკრეტული აქციები როცა გამოცხადდება, დაანონსდება, ამას იხილავთ კიდევაც, საინფორმაციო კამპანიები იქნება. ძალიან მალე იხილავთ, მათ შორის, კონკრეტული აქციების დაანონსებას, ამ შემთხვევაში მთავარი არის წინააღმდეგობის გაგრძელება. საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ", – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს