Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ფაქტობრივად, რომელმაც პირველმა დაიწყო საუბარი ამ პრობლემებზე

პოლიტიკა
67
Frontnews image description

ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ფაქტობრივად, რომელმაც პირველმა დაიწყო საუბარი ამ პრობლემებზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გრიგოლ ლილუაშვილზე საუბრობდა, მას "ქართული ოცნება" მტრად აცხადებდა.

"ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ფაქტობრივად, რომელმაც პირველმა დაიწყო საუბარი ამ პრობლემებზე, მათ შორის, ჩვენი ანტიკორუფციული გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ ყველაფერზე. მერე, რა თქმა უნდა, იყვნენ მედიასაშუალებებიც, სხვა ადამიანებიც, სხვა პოლიტიკოსებიც, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი იყო ყველაზე აქტიური. თურმე, ამ კაცის ბრალი ყოფილა, ლილუაშვილი, სუსის უფროსი რომ კორუფციაში იყო ჩაფლული და "ქოლ-ცენტრებს" მფარველობდა და არ ყოფილა იმ სისტემის ბრალი, რომლის ერთ-ერთ ლიდერი და ხელმძღვანელიც იყო [გრიგოლ ლილუაშვილი]. ეს რა ლოგიკაა?! ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავეები და ისინი ყოფილან მართლები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები