
ავტორი
Front News საქართველო
“მაკრონის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო აღიქვამს როგორც დიქტატურის დამყარების მცდელობას საქართველოში, რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილს დასავლეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ევროპის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის ემანუელ მაკრონის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო აღიქვამს როგორც საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობას, რუსეთის ჰიბრიდული ომის ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს ცივილიზებული სამყაროს და ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ რაც დღეს საქართველოში ხდება არის არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ და შესაბამისად არის ძალიან მტკიცე, თანმიმდევრული და მყარი ის პოლიტიკა, ემანუელ მაკრონი და სხვა დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები აკეთებენ ივანიშვილის ბანდის, როგორც რუსული ძალის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად, ეს იქნება გარანტი ამ სისტემის დემონტაჟის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა – “ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა – ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით”.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს