ირაკლი ფავლენიშვილი - მინდა ლევანს მივმართო, აუცილებლად ვიზამთ ყველაფერს, რომ რწმენა და სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს

ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა ლევანს მივმართო, აუცილებლად ვიზამთ ყველაფერს, რომ რწმენა და სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს და მალე დავიხსნათ, როგორც ლევანი, ისე ჩვენი თანამებრძოლი და ქართველი ხალხი ამ ბრძოლას მოიგებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ბრალი, მე ვფიქრობ, მსოფლიოს მასშტაბითაც უპრეცედენტო საქმე იყოს. შეგახსენებთ, ადამიანი ციხეში ზის იმის გამო, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით - პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით პოლიტიკოსს შეუძლია დაპირება გასცეს და იმ ქვეყანაში, სადაც უფასო ფულის დაპირებით მოვიდნენ.
ლევან ხაბეიშვილი რამის გამო კი არ ზის ციხეში, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ეს კაცი არ უნდა იყოს გარეთ, იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და გამარჯვების რწმენა და სულისკვეთება დაუბრუნა ქართველ ხალხს.
მე მინდა ლევანს მივმართო, აუცილებლად ვიზამთ ყველაფერს, რომ რწმენა და სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს და მალე დავიხსნათ, როგორც ლევანი, ისე ჩვენი თანამებრძოლი და ქართველი ხალხი ამ ბრძოლას მოიგებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას თავისუფლების 9 თვით აღკვეთა შეეფარდა. ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




