
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის ქმედებები საქართველოს მოქალაქეების ბედზე აისახება.
“სამწუხაროდ, ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.
სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს საბოლოოდ უნდა აისახოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ კონსოლიდირება ოქტომბრის არჩევნებისთვის და გავისტუმროთ ის ბანდა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ლუქსემბურგში დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ. საქმე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს