
ავტორი
Front News საქართველო
მოლოდინი არის რეპრესიების დამძიმების, მათ შორის, იმ ადამიანზე, რომელიც გაცხადებულად არის პუტინის, კრემლის და ივანიშვილის ყველა მოკავშირის მტერი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოსგან დადებითი მოლოდინის იმედი არავის აქვს.
“მოლოდინი არის რეპრესიების დამძიმების, მათ შორის, იმ ადამიანზე, რომელიც გაცხადებულად არის პუტინის, კრემლის და ივანიშვილის ყველა მოკავშირის მტერი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, ამიტომაც, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე ბრუტალური და მკაცრი სასამართლო კლანის მიერ დადებითი მოლოდინი შეუძლებელია, ამ სასამართლოსგან გვქონდეს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს