
ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ ხალხი აპროტესტებს, ის, რომ ხალხი მოთხოვნებით გამოდის ქუჩაში, არის არა გარე ძალების, არამედ შიდა ძალების გამოხატულება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ “მეგობარი აქტის” აქციაზე ყველა მოვიდეს.
“ის, რომ ხალხი აპროტესტებს, ის, რომ ხალხი მოთხოვნებით გამოდის ქუჩაში, არის არა გარე ძალების, არამედ შიდა ძალებისა და ქართველი ხალხის პროტესტის გამოხატულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას იმ აქციაში, რომელიც ამ “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი იქნება და მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, იყოს აქციაზე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
22 მარტს, 20:00 საათზე თბილისში “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი მარში გაიმართება. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს