
ავტორი
Front News საქართველო
დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია, არა რუს ოცნებას, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, – თბილისში ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა.
ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გასაღები დებიძინიზაციაა.
“მთავარი არის, რომ მოხდეს ქვეყნის დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს სახელმწიფოს ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე. მათ შორის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მათ შორის საერთაშორისო პარნტიონებიც მოგვიწოდებენ, რომ ამ პრობლემის გასაღები არის დეოლიგარქიზაცია.
სტენსილებს ვაკეთებდით მთელი თბილისის მასშტაბით, თუმცა ივანიშვილის სამსახურშია მთელი მერიის სამსახური, ისინი დასდევენ წარწერებს მთელი ქალაქის მასშტაბით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების განცხადებით, სტენსილების გაკეთებას მთელი თბილისის მასშტაბით გააგრძელებენ.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს