ირაკლი ფავლენიშვილი – მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია არის ერთიანი


ავტორი
Front News საქართველო
მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია არის ერთიანი – სანამ არის ივანიშვილი და მისი ბანდა ხელისუფლებაში, მანამდე ჩვენს ქვეყანას არანაირი დასავლური პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამოა აუცილებელი 26 ოქტომბერს ივანიშვილის ბანდის მოშორება.
“მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია არის ერთიანი – სანამ არის ივანიშვილი და მისი ბანდა ხელისუფლებაში, მანამდე ჩვენს ქვეყანას არანაირი დასავლური პერსპექტივა არ აქვს და არა თუ მომავალში არ აქვს რაიმე სახის პერსპექტივა, არამედ აწმყოში და წარსულში, რაც ჰქონია სიკეთე დასავლეთიდან, ეს სიკეთეც არ გვექნება და ყველა დასავლური კარი საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ჩარაზული. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი ამ ბანდის მოშორება 26 ოქტომბერს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი – ისინი იქნებიან პოლიტიკური კეთროვნები მთელი დასავლური სამყაროს მასშტაბით

ირაკლი კობახიძე – მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში

ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ზოგადად მთელი მსოფლიოს, დასავლური სამყაროს რეაქცია