
ავტორი
Front News საქართველო
როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ისე მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ, პირად ინტერესზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის, მზად ვართ, საერთო სიისთვის, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ერთად დგომააა საჭირო.
“მაშინ, როდესაც ქვეყანა არის გადამწყვეტი არჩევნების წინ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთიანობა. ჩვენ ვხედავთ სტრატეგიული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას. ამ დროს აუცილებელია, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, იმიტომ, რომ ერთად ვართ უფრო ძლიერები.
ამისათვის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ისე მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ ამისათვის, მათ შორის იმისათვისაც, რომ პირად ინტერესზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის, მზად ვართ, საერთო სიისთვის, თუმცა ამისათვის, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენი მზაობა არაა და მნიშვნელოვანია, ყველამ გაითავისოს ამისი მნიშვნელობა, ისტორიულობა და ერთიანობის მნიშვნელობა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს