ირაკლი ფავლენიშვილი - ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
“ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია.
"პირველ რიგში მინდა დავიწყო იმ სიახლით, რომელიც უკავშირდება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის კიდევ უფრო კატასტროფული ფორმებში, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარებისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს