Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ოპოზიციურმა პარტიებმა მივმართეთ სირიის ახლად შექმნილ მთავრობას, რომ აღიარება უკან წაეღოთ

პოლიტიკა
360
Frontnews image description

სირიაში პრორუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მივმართეთ ახლად შექმნილ მთავრობას, რომ სირიის მიერ აღიარება საქართველოს ისტორიული ნაწილების უკან წაეღოთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ეს საკითხი არ აღელვებს.

"სირიაში პრორუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მივმართეთ ახლად შექმნილ მთავრობას იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად ყველა პრინციპის და ნორმის დარღვევით სირიის მიერ აღიარება საქართველოს ისტორიული, განუყოფელი და შემადგენელი ნაწილების წაეღოთ უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთანაც, მათ შორის ამერიკელებთანაც დავაყენეთ ეს საკითხი აქტიურად, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისგან, რომლებსაც არცერთ დისკუსიაში, არცერთ ფორმატში არ შეუტანიათ ეს საკითხი იმიტომ, რომ ისინი ზრუნავენ საკუთარ თავზე, ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არ ზრუნავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები