
ავტორი
Front News საქართველო
პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, პირველი დაკავების ეპიზოდი მოჰყვა ქალბატონის შეურაცხყოფას, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, როდესაც აკავებდნენ გომურაშვილს ფიზიკურად იძალადეს მასზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებულად ძალადობენ ქალებზე და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ქალების მიერ დაორგანიზებულ აქციასთან.
“ეს ზონდერები ძალადობრივად არიან განწყობილი, კონკრეტულად, ქალბატონების მიმართ. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს განპირობებულია იმ აქციით, რომელიც გაიმართა ცესკოსთან ქალების მიერ, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მათ მიიღეს ბრძანება ზემოდან, რომ ქალების მიმართ უნდა იყვნენ განსაკუთრებულად მოძალადეები და არ უნდა დაინდონ. პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, პირველი დაკავების ეპიზოდი მოჰყვა ქალბატონის შეურაცხყოფას, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, როდესაც აკავებდნენ გომურაშვილს ფიზიკურად იძალადეს მასზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს