ირაკლი ფავლენიშვილი - პოლოლიკაშვილს შეტანილი აქვს წვლილი იმაში, რომ რუსეთი მისი ორგანიზაციიდან მოხსნილია, ერთ-ერთი მიზეზიც ეს იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ პოლოლიკაშვილს შეტანილი აქვს წვლილი იმაში, რომ რუსეთი მისი ორგანიზაციიდან მოხსნილია. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზიც აუცილებლად ეს იქნება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
"ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, უფრო მეტი დეტალი ალბათ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ზურაბ პოლოლიკაშვილს შეტანილი აქვს წვლილი იმაში, რომ რუსეთი მისი ორგანიზაციიდან მოხსნილია. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზიც აუცილებლად ეს იქნება - კრემლიდან წამოსული ინსტრუქცია ქართველის დასჯის თაობაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც საქართველოს ჰყავს დე ფაქტო, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუქციებს ასრულებს და საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ თავს კიდევ ერთხელ გვჭრის. როგორ შეიძლება ქართველის ამ საპასუხისმგებლო და პრესტიჟულ თანამდებობაზე დანიშვნას ისევ საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას ხელი შეეშალა?!" - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი