
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი, ჩვენთვის არ იქნება მიუღებელი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი, ამიტომ, ჯერ ნაადრევია საუბარი, ეს შეთანხმება არ შემდგარა.
ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის არ იქნება მიუღებელი თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ კი საარჩევნოდ მათთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს