Logo

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველაზე ჩქარი ტემპებით ესხმიან თავს ქართულ სახელმწიფო ინსტიტუციებსა და ეროვნულ ინტერესებს

პოლიტიკა
899
Frontnews image description

ყველაზე ჩქარი ტემპებით ესხმიან თავს ქართულ სახელმწიფო ინსტიტუციებსა და ეროვნულ ინტერესებს, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი, რომლის ფარგლებშიც საქმიანობს საგამოძიებო კომისია, არის არალეგიტიმური.

“ე.წ. პარლამენტი, რომლის ფარგლებშიც საქმიანობს ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია, არის არალეგიტიმური და აქედან გამომდინარე, ყველა ფორმატი, რაც ამ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, იქნება უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი იმიტომ, რომ უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, ყველაზე ჩქარი ტემპებით ესხმიან თავს ქართულ სახელმწიფო ინსტიტუციებსა და ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები