Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

პოლიტიკა
488
Frontnews image description

ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მათ შორის კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული მიზანი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაა.

"ერთადერთი, რაც დარჩენიათ ივანიშვილის ბანდის წევრებს, არის გაურკვეველ კვლევებზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ რეალური შედეგი რაც იხილა, როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე საერთაშორისომ, არის ერთი - ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მათ შორის კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს ადამიანი - ივანიშვილი არც მალავდა და აცხადებდა, რომ ამყარებდა დიქტატურას ქვეყანაში და ბოლო ერთ წელში დიქტატურისკენ გადაიდგა ნაბიჯები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები