
ავტორი
Front News საქართველო
ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობისთვის მოქალაქეები ევროპის მოედანზე იკრიბებიან.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკური პარტიის წევრები იმყოფებიან.
პოლიტიკოსების განცხადებით, ქართველები დასავლური სამყაროს ნაწილი არიან ოდითგანვე და მნიშვნელოვანი ევროპაში ყოფნაა.
"ჩვენ ოდითგანვე დასავლური სამყაროს ნაწილი ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ორგანული და ბუნებრივი ევროპაში ყოფნაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ისიც, რომ თუ რამე კარგი ხდებოდა ბოლო ათწლეულები ინსტიტუციების, ინფრასტრუქტურის კუთხით, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მჭიდრო კავშირი გვქონდა დასავლეთთან და ამერიკასთან, ჩვენ აღვიქმებოდით, როგორც ევროპის შემადგენელი ნაწილი. ყველა, ვინც ბრძოლაშია აქეთ მხარეს, უნდა მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ამ მარშში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს