
ავტორი
Front News საქართველო
თუ ავტორიტარიზმის ფორმულად "ნაცების" დამარცხებას გამოაცხადებენ, როგორ უნდა ვესაუბროთ. თვითონ, ჩვენ გარეშე თუ უნდათ საქმის გაკეთება, გააკეთონ, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ოპოზიციიდან თავდასხმები გრძელდება.
"როდესაც არ წყდება ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმები, როგორ უნდა გითხრათ, რომ ვიმუშავებთ ამავე ხალხთან?! საჭირო მომენტში, როცა საქართველოს დასჭირდება, ყველაფერზე უარს ვიტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ადამიანებს აგინებენ სოციალურ ქსელში და პარალელურად უნდა ემუშაო მათ?! - ეს ხომ წარმოუდგენელია, ფიზიკურად არ გამოვა.
შარზე არის ეს ხალხი, საქმეს ვერ გააკეთებ, მოვლენ, თავს დაგესხმებიან. თვითონ, ჩვენ გარეშე თუ უნდათ საქმის გაკეთება, გააკეთონ, მივესალმებით, მაგრამ რახან არ ვუნდივართ და თავს გვესხმიან - წარმატებებს ვუსურვებ, თუ ჩვენ გარეშე შეუძლიათ საქმის კეთება - ჰა ბურთი, ჰა - მოედანი.
თუ ავტორიტარიზმის ფორმულად "ნაცების" დამარცხებას გამოაცხადებენ, როგორ უნდა ვესაუბროთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს