Logo

ირაკლი ფავლენიშვილი – რუსული იმპერია თვითონ იყენებს ამ მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად

პოლიტიკა
610
Frontnews image description

რუსული იმპერია თვითონ იყენებს ამ მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის საფრთხეების ნაცვლად, ქვეყნის მეგობრებზე ილაშქრებს.

“სუსის ანგარიშით კიდევ ერთხელ ჩანს, რაც ამ დე ფაქტო ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, რომ მთავარ გამოწვევაზე, მთავარ საფრთხეზე საუბრისას ისინი აქცენტს აკეთებენ არა რეალურ საფრთხეზე და გამოწვევაზე რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც არა ბოლო ათწლეულების, არამედ ბოლო საუკუნეების მანძილზე გვაქვს, არამედ ისინი საუბრობენ ჩვენს პატრიოტ, მეგობარ ქვეყნებზე, დასავლურ სამყაროზე, რომლებიც თითქოს, ქვეყანაში შექმნილი არეულობების უკან არიან, რაც კიდევ ერთხელ გალაშქრებაა დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსული იმპერია თვითონ იყენებს ამ მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სუსის ცნობით,  „პირთა გარკვეული ჯგუფი სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას გეგმავდა, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები