
ავტორი
Front News საქართველო
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის აღკვეთა სინამდვილეში, არ არის მიზანი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის დე ფაქტო და რომელსაც აქვს ნული აღიარება და ეს აწუხებთ მათ, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში.
"რა თქმა უნდა, გასაგებია ამერიკის ადმინისტრაციის და ზოგადად ამერიკის პოზიცია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს მათ შორის დეკლარირდა მიუნხენში, სადაც ხაზი გაუსვეს, რომ მთავარი გამოწვევა ევროპაში და არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ამ მხრივ ჩვენ ამერიკის საელჩოს განცხადებაც ვიხილეთ საქართველოში მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით, რაც სახელისუფლებო ძალების მიერაა ორგანიზებული.
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის აღკვეთა, სინამდვილეში, არ არის მიზანი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის დე ფაქტო და რომელსაც აქვს ნული აღიარება და ეს აწუხებთ მათ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს