
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ერთადერთ ლეგიტიმურ ადამიანად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელით საუბრობს და მასთან კოორდინაცია გაგრძელდება.
“სალომე ზურაბიშვილი რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ერთადერთ ლეგიტიმურ ადამიანად, რომელიც საუბრობს საქართველოს სახელით. მასთან კოორდინაცია და კომუნიკაცია არის გარდაუვალი, გარდა ამისა, დიქტატურასთან მებრძოლი და დაპირისპირებული ყველა პოლიტიკური აქტორი საქართველოში უნდა იყოს კოორდინირებული, ეს არის გარდაუვალი და ამიტომ, სალომე ზურაბიშვილთან შეთანხმებით, პოლიტიკური მოქმედებები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს