
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოების დაკვეთა იყო და არის ერთიანი ოპოზიცია, რომელიც ტირან ივანიშვილს ჩამოიშორებს და ქვეყანას გაათავისუფლებს რუსული მმართველობისგან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთვება.
"ჩვენ გვექნება აქტიური შეხება სამოქალაქო ჯგუფებთან. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს შექმნილი მთელი სპექტრი, ვინც არის პროტესტში ჩართული და სწორედ ის ხალხი გაერთიანდა, ეს იყო საპროტესტო მოძრაობის დაკვეთაც. არ ვაპირებთ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებით შემოვიფარგლოთ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ პროცესში, ამ ერთობაში, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას.
საზოგადოების დაკვეთა იყო და არის ერთიანი ოპოზიცია, რომელიც ტირან ივანიშვილს ჩამოიშორებს და ქვეყანას გაათავისუფლებს რუსული მმართველობისგან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს