ირაკლი ფავლენიშვილი - შეუძლებელია, დადებითი მოლოდინი იყოს იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიულად ყველაზე ცუდი მაჩვენებელი

ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანა, რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში იყო ლიდერი, დღეს ქცეულია აბსოლუტურ მაჩანჩალად, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოზე დადებითი მოლოდინი შეუძლებელია.
"შეუძლებელია, დადებითი მოლოდინი იყოს იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიულად ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ზოგადად, ეს პროცესი შეჩერებულია და ქვეყანა, რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში იყო ლიდერი, დღეს ქცეულია აბსოლუტურ მაჩანჩალა ქვეყნად, რომელსაც არცერთ ფორმატში, აღარცერთ პლატფორმაზე არ მოიაზრებენ ხოლმე ევროპის გაფართოების საკითხებში, ამიტომაც, რა თქმა უნდა, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი მოლოდინი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


