ირაკლი ფავლენიშვილი - სრულ იზოლაციას, დასავლური სამყაროსგან სრულ მოწყვეტას ნიშნავს ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა


ავტორი
Front News საქართველო
სრულ იზოლაციას, დასავლური სამყაროსგან სრულ მოწყვეტას ნიშნავს ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება.
"სრულ იზოლაციას, დასავლური სამყაროსგან სრულ მოწყვეტას ნიშნავს ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა, რაც უდიდესი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ მალე დემონტაჟდეს ეს სისტემა, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენონ არა მხოლოდ დასავლურ პერსპექტივას, სიკეთეს და მომავალს, არამედ ზოგადად ჩვენს სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს