Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურა ჯაფარიძეს, რომელიც არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში

პოლიტიკა
5 საათის წინ / 12:46
153
Frontnews image description

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” სახელით სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ზურა ჯაფარიძეს, რომელიც არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ყველამ იცის, რომ ზურა ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ბოლო წლების მანძილზე. მე, ჩემი პარტიის სახელით ვუცხადებ სრულ სოლიდარობას  ზურას და ბოლო წლების და თვეების მანძილზე, ის იყო მაგალითი გაუტეხელობის და იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ. ის არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და მათ შორის მისი პოლიტიკური გმირობის აქტები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პატივისცემის და აღფრთოვანების საფუძველი, ამიტომაც სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

Advertisement