
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო ლეგიტიმაცია აბსოლუტურად დაკარგა ამ რეჟიმმა. თანმიმდევრულად უნდა მოვახერხოთ სისტემის ჩამოშლა, რომელიც უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დიქტატორული მმართველობა დაამყარა.
“სახალხო ლეგიტიმაცია აბსოლუტურად დაკარგა ამ რეჟიმმა. ახლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს არის არა მცოცავი ავტორიტარიზმი, არამედ ერთი ადამიანის დიქტატურა, მაგრამ აქ ჩანს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დგას ნათელ მხარეს.
ამ დიქტატურის წინააღმდეგ არის საკმაოდ მძიმე ბრძოლა. ამ ბრძოლაში თანმიმდევრულად უნდა მოვახერხოთ სისტემის ჩამოშლა. სისტემის დაშლა უკვე დაწყებულია. ეს პროცესი უნდა იყოს განგრძობადი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს