ირაკლი ფავლენიშვილი - თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი


ავტორი
Front News საქართველო
თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული. როგორც 4 შვილის მამამ ირაკლი ნადირაძემ აჩვენა პირადი თავგანწირვის მაგალითი, ისევე როგორც ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთული გახლავთ წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორიც აჩვენა 4 შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესულები, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაგრძელდება.
რაც შეეხება მომავალში ამ ბრძოლას, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან სოლიდარულები ვიყოთ, კონსოლიდირებულები და ვისწავლოთ წარსულის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ორიენტირება და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩვენი თანამებრძოლები“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს