ირაკლი ფავლენიშვილი - ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა უნდა დასრულდეს უკრაინისთვის ხელსაყრელი შედეგით, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც


ავტორი
Front News საქართველო
“ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა უნდა დასრულდეს უკრაინისთვის ხელსაყრელი შედეგით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროინტეგრაციისთვის”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ისტორიული შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობებით მოხდეს დასრულება ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროინტეგრაციისთვის მთავარია ის თუ რა მოხდება რუსეთის იმპერიის ამბიციებთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ იმპერიის შეკავება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ არ უნდა შეწყდეს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და სტრატეგიული მიზანი რუსეთის, რაც წარმოადგენს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებას, ეს ვერ შედგება, რადგან ეს არის ფაქტი და მომავალშიც რუსული იმპერიის ნგრევა გაგრძელდება, ხოლო უკრაინის მშენებლობა”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს