
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველზე მყოფები ციხის ზღურბლზე დგანან, მაგრამ უკან არ იხევენ, გაითავისეს, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული ცხოვრების გადარჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არიან, თავი შესწირონ ქვეყანას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი წელია, "ქართული ოცნება" აჩვევს საზოგადოებას, რომ საქართველოში დემოკრატია არ გამოვიდა.
"ამ ერთი წლის მანძილზე რა ხდება - ხდება შეჩვევა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების, რომ საქართველო არის ოლიგარქატი ქვეყანა, რომელშიც დემოკრატია არ გამოვიდა, რომელშიც პროდასავლური კურსი არ გამოვიდა, ევროპა არ გამოვიდა და უნდა მივეჩვიოთ, რომ "შავი ფულის" ქვეყანაა, სადაც ბევრს აქვს კონკრეტული ინტერესი და შეიძლება ოლიგარქატმა მათ ნებისმიერი ინტერესი შეუსრულოს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება თავად, ეს იქნება არაბული ქალაქების მშენებლობა თუ რუსებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამბები. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება დიდ ქარვასლად იქცეს ეს ქვეყანა და ამ დროს გამოჩნდა ხალხი, რომელიც არ შეეგუა ამ ყველაფერს და წლობით არიან ციხეში და მათ თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება გადადეს. დღეს რომ რუსთაველზე დგანან ადამიანები, პოტენციურად ესენიც ხომ ციხის ზღურბლზე დგანან, სამწუხაროდ, მაგრამ უკან არ იხევენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა გაითავისეს - ამ ქვეყანაში ცივილიზებული ცხოვრების გადარჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არიან, თავი შესწირონ ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს