ირაკლი ფავლენიშვილი - თუ დასავლეთთან სრულ კონფრონტაციაში ვიქნებით, ვერ შევასრულებთ ამ სტრატეგიულ ფუნქციას

ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ ყველას, მათ შორის ევროპელ ბიუროკრატებსაც, პოლიტიკურ ლიდერებსაც და ნებისმიერ ფიგურას დასავლეთში, კარგად აქვს გააზრებული სტრატეგიული ფუნქცია და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრიტიკის ობიექტი არის ქვეყანა არსებული პოლიტიკის გამო.
"ეს არის სტრატეგიული ფუნქცია ჩვენი ქვეყნის, რომელიც უნდა შევასრულოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთთან სრულ კონფრონტაციაში ვიქნებით და აბსოლუტურად არავინ დაგველაპარაკება, ვერ შევასრულებთ ამ სტრატეგიულ ფუნქციას, ამაზეა საუბარი, თორემ დარწმუნებული ვარ, ყველას, მათ შორის ევროპელ ბიუროკრატებსაც, პოლიტიკურ ლიდერებსაც და ნებისმიერ ფიგურას დასავლეთში, კარგად აქვს გააზრებული სტრატეგიული ფუნქცია და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის.
რაც შეეხება მათ კრიტიკას, კრიტიკის ობიექტი არის ქვეყანა მისი პოლიტიკის გამო", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალურმა დირექტორატმა შეიმუშავა, ხაზგასმულია საქართველოს როლი. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ ქვეყანა არის "შუა დერეფნის" უალტერნატივო ღერძი, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




