ირაკლი ფავლენიშვილი - ვიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას და მივმართავთ ყველას, ვისაც ჰქონდა ჩივილები, დაგვიკავშირდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ვიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას და მივმართავთ ყველას, ვისაც ჰქონდა ჩივილები დაკავშირებული ამ მოწამვლასთან დაგვიკავშირდნენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მტკიცებულებებს სამედიცინო კუთხით ლევან ფერაძე შეამოწმებს.
"ჩვენი ვარაუდი გაამყარა BBC-ის გამოძიებამ, რომ რეჟიმი გასულ წელს აქციების დარბევის დროს იყენებდა ნივთიერებას, რომელიც 1930 წლიდან არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით. თუ როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილს გაიმეტა ქართველი ხალხი და გაწირა დემონსტრანტები, გასულ წელს ივანიშვილმა გაწირა საკუთარი ხალხი.
საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამიტომ, ვიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას და მივმართავთ ყველას, ვისაც ჰქონდა ჩივილები დაკავშირებული ამ მოწამვლასთან - დაგვიკავშირდნენ, მათ შორის "ფეისბუკ პლატფორმაზე" და ჩვენი სამედიცინო სფერო, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ბატონი ლევან ფერაძე, დაამუშავებს ამ შემთხვევებს და დასკვნასაც მოამზადებს, რომელსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით, რომელთა დახმარებითაც დავიწყებთ საგამოძიებო პროცესს.
ვიმედოვნებთ, ეს მოვლენა დააჩქარებს სანქციებსაც და ეს ფაქტი მისი დადასტურების შემთხვევაში, არ ჩაივლის უკვალოდ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.
BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


